დატბორილი ქუჩები და სახლების სარდაფები - სტიქიამ ფოთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
რამდენიმე ოჯახს დატბორვის შედეგად დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას და ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.