ქართველი ემიგრანტების აქცია საბერძნეთში - მოქალაქეები ათენის ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ
თბილისში დაგეგმილ ევროპულ მარშამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველმა ემიგრანტებმა საბერძნეთში მსვლელობა გამართეს - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ათენის ქუჩებში იმის სათქმელად გამოვიდნენ, რომ ქართული ემიგრაცია ცვლილებებისთვის მზად არის.
როგორც საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, მარში იმის დასტური იყო, რომ ევროპული მომავლის სურვილის მქონე და "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები მრავლად არიან.
ჩვენი მარშით მხარი დავუჭირეთ ქართველ ადამიანებს, რომლებიც დღეს გადიან მარშზე და გვინდა იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ჩვენ ბევრი ვართ და უმცირესობა არ ვართ. წინა წლებში, როცა მესმოდა, რომ ხალს უბრალოდ არჩევნებზე წასვლა ეზარებოდა და არ მიდიოდნენ, ახლა ყველა ცდილობს, რომ წავიდეს და მისი ხმა არ დაიკარგოს", - ამბობს ემიგრანტი.