ივანიშვილი ურჩხულია, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ გადაგვსანსლავს - ბეშიტაიშვილი

20.10.24 16:29
ივანიშვილი ურჩხულია, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ გადაგვსანსლავს - ბეშიტაიშვილი

ივანიშვილი ურჩხულია, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ გადაგვსანსლავს - ამის შესახებ მსახიობმა, დავით ბეშიტაიშვილმა  "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში განაცხადა.

ბეშიტაიშვილი, რომელიც ამ წუთებში ჩინეთში იმყოფება, ამბობს, რომ არჩევნების დღეს საქართველოში აუცილებლად იქნება და აუცილებლად დააფიქსირებს თავის ხმას. 

დროზე უნდა მოვიშოროთ ეს ჭირი, მოვიშოროთ ეს უბედურება, რომელმაც სახე დააკარგვინა ქვეყანას - ამბობს მსახიობი "ოცნების" ხელისუფლებაზე და აცხადებს, რომ მათ დღეს ნული ფასიც კი არ აქვთ. 

''ამაზე მნიშვნელოვანი დღეს ქვეყნისთვის საკითხი არ არსებობს. ბოლო სითავხედე, რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან, ეს იყო ზუგდიდში ჩატარებული შეხვედრა და იქ წარმოთქმული სფიჩი, თავს გასული ადამიანის, რომელმაც რით გაითქვა სახელი მისმა პარტიამ, იმ ყველაფერზე რომ თქვა, ეს ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და ძალიან კარგად გვაქო, გაუგონარი სითავხედეა, არ ვიცი დარწმუნებულია ადამიანი, რომ ბრიყვები ვართ. ერთადერთი, რაც მაიმედებს ეგ არის, რომ ამას ვერ აიტანს ქართველი კაცი, რომ ის ჩათვალონ ბრიყვად და ეს იქნება მისი დასარულის მთავარი პირობა. კიდევ 26- მდე რა გამოაგდებენ კაცმა არ იცის. 

არაფერი გონივრული მათ არ გაუკეთებიათ, პირიქით უარეს და უარეს ნაბიჯებს დგამენ, ეს არის კარგი იმისთვის, რომ მიხვდეს ადამიანი, ვისთან აქვს საქმე. ერთი სული აქვს, ისევე როგორც მე, ასევე უმრავლესობას, დროზე მოვიშოროთ ეს ჭირი, მოვიშოროთ ეს უბედურება, რომელმაც სახე დააკარგვინა ქვეყანას. ამათ ვერც მთავრობას დავარქმევ, ისინი არიან ნულები, მთავარი არის ის ვერტიკალი ბიძინა, რომელიც სინამდვილეში არის ურჩხული, რომელიც უნდა დამარცხდეს, თორემ ეს ურჩხული გადაგვსანსლავს ყველას ერთად, თუ ჩვენ პირიქით არ დავამარცხეთ", - განაცხადა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში დავით ბეშიტაიშვილმა.