ვერ შეგვაშინებთ, დედაბუდიანად გამოვალთ - ირმა გორდელაძე
ვერ შეგვაშინებთ, დედაბუდიანად გამოვალთ - ეს არის სპეციალურად ევროპული მარშისთვის გურიიდან თბილისში ჩამოსული ირმა გორდელაძის სათქმელი "ოცნების" ხელისუფლებისთვის.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამაში ხელისუფლება ხალხს ხელს ვერ შუეშლის.
ქართველის დამჩოქებელი და დამმონებელი დედომიწაზე ჯერ არავინ დაბადებულა - ამბობს გორდელაძე.
დღეს ჩამოვედი გურიიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის გურიიდან და რეგიონებიდან. აუცილებლად ბევრნი უნდა ვიყოთ , რათა ერთობით კვლავ დავანახოთ მთელ საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს დავდებთ იმ შედეგს, რისთვსიაც ვიბრძით და ვართ ქუჩაში ამდენი ხანია. საქართველო იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი. ამიტომ ვდგავართ აქ და ვიდგებით ბოლომდე. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ან დავაშინებ, ან დავამონებ, ან დავაჩოქებ ქართველ ხალხს. ქართველის დამჩოქებელი და დამმონებელი დედომიწაზე ჯერ არავინ დაბადებულა. ასე, რომ გამოვალთ დედაბუდიანად", - განაცხადა ირმა გორდელაძემ.
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.