არჩევნების დღეს, ან შამპანურით ხელში შევხდებით რუსთაველზე ან ფიზიოლოგიურით - სანდრო ქინქლაძე

20.10.24 17:22
არჩევნების დღეს, ან შამპანურით ხელში შევხდებით რუსთაველზე ან ფიზიოლოგიურით - სანდრო ქინქლაძე

სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ხალხს საარჩევნოდ მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავარი ბრძოლა წინ, 26 ოქტომბერს გველის და სწორედ არჩევნების დღეს გადაწყდება "შამპანურით ხელში შევხდებით შედეგებს რუსთაველზე ან ფიზიოლოგიურით".

თუკი არჩევნებზე ხმას არ ამოვიღებთ და თუ ამ ხელისუფლებას დავუთმობთ, მაშინ ჩვენ ცვლილებებს ძალიან დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ და იმ ფანჯარას, რომელიც ახლა ღიაა, თუ დავხურავთ, მაშინ საბოლოოდ ყველაფერი დასრულდება. ახლა გვაქვს ძალიან ცოტა დარჩენილი ცვლილებებამდე და თუ არ გავანძრევთ ხელს, მაშინ უშედეგო იქნება ის ყველა ბრძოლა, რომელიც წლის დასაწყისში იყო, ან წინა წლის მარტში. ძალიან ძალიან დიდი მობილიზება გვჭირდება ახლა ჩვენივე თავის. ყველაფერი ძალიან ძნელი იქნება არჩევნების დღეს - ან შამპანურით ხელში შევხდებით რუსთაველზე ან ფიზიოლოგიურით ხელში", - ამბობს სანდრო ქინქლაძე. 

თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში". 

მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.