ერთმანეთისთვის უნდა აშენდეს ეს ქვეყანა - ნინო ქათამაძე
მომღერალი ნინო ქათამაძე ამბობს, რომ დღევანდელ მარშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მე დღეს დილით დაბრუნდი კონფერენციიდან, სადაც ყველამ განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს დიდი სიხარულით ელოდებიან - ამბობს მომღერალი და ხაზგასმით აცხადებს, რომ "ერთმანეთისთვის უნდა აშენდეს ეს ქვეყანა"
აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, ჩვენს მომავალზე. ჩვენი არჩევანი არის ჩვენი ნდობის განცხადება, იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც ჩვენ მივალთ კითხვას დავუსვამთ, გვექნება ცხარე კამათი, ვისთანაც ერთად გავაგრძელებთ ღირსეულ ცხოვრებას, ისეთ საქართველოში სადაც ყველა ინსტიტუტი მუშაობს, და სადაც გვექნება კითხვის დასმის უფლება.
ეს ძალიან დიდი ძალაა და ეს ნიშნავს, რომ ერთად ყოფნა გვიყვარს, ერთმანეთის ნახვა გვიხარია და ერთმანეთისთვისვე უნდა აშენდეს ეს ქვეყანა. ეს არის უდიდესი ნათელი ადგილი მსოფლიოსთვის. მე დღეს დილით დაბრუნდი კონფერენციიდან, სადაც ყველამ განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს დიდი სიხარულით ელოდებიან, რადგან ჩვენ უნდა გავხდეთ იმ საზოგადოების წევრი,რომლის იმედიც უნდა გვქონდეს მთელი ცხოვრება", - თქვა ნინო ქათამაძემ.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
მარშის მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.