არსებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

20.10.24 22:12
არსებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ამ ეტაპზე გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 

ვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია შემოხაზულია ყვითელი ლენტით.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

"ტვ პირველი" დეტალებს შსს-ში არკვევს.