მანქანა დააჯახა, სცემა და 4 ტყვია ესროლა - "პირველებისთვის" ფიროსმანის მოედანზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი
მკვლელობა თბილისში - "ტვ პირველისთვის" ფიროსმანის მოედანზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულია 26 წლის ტატო ფირცხალაიშვილი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა ჯერ მანქანა დააჯახა, შემდეგ სცემა და ბოლოს, 4 ტყვია ესროლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ფირცხალაიშვილთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიჭრა. ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც თვითმხილველები "პირველებთან" საუბრობენ, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება.
მკვლელობაში ბრალდებული გაქცეულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება.