საქართველო ირჩევს ევროპას - რა აჩვენა მრავალათასიანმა მარშმა?

21.10.24 13:38
საქართველო ირჩევს ევროპას - რა აჩვენა მრავალათასიანმა მარშმა?

საქართველო ირჩევს ევროპას -  გუშინდელი აქციის მონაწილეეები “პირველებთან“ ინტერვიუში ყვებიან, რომ ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ ხალხი სიმშვიდით, თავდაჯერებული და ჯიუტად ებრძვის ქვეყნაში მდგომარეობის გაუარესებას და ახლა ასეთი მობილიზაცია საჭიროა 26 ოქტომბერს, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ასეთი მარტივი არჩევანი დიდი ხანია არ ყოფილა - აქ უბრალოდ ორი მხარეა - ეს არის არჩევანი საქართველოსა და რუსეთს შორის და ევროპა, ამ შემთხვევაში, საქართველოს მხარესაა.“

გუშინ აჩვენა თბილისმა, მთელმა საქართველომ თავდაჯერებულობა, შიმშივდე, საიხარული, ჯანმრთელი დამოკიდებულება არჩევნებისადმი. ცვლილებების სიო, რომელმაც დაჰბერა. ამ გამარჯვებით იმარჯვებს საქართველო, რა გამარჯვებასაც ის ელოდება 26 ოქტომბერს. იმარჯვებს მრავალფეროვნება, მრავალხმიანობა, პოლიფონია და ჩვენი კულტურა, რომლის ბუნებრივი ადგილიც არის ევროპაში, - ამბობს რატი ამაღლობელი.

ასეთი მარტივი არჩევანი კაი ხანია არ ყოფილა, მე სულ ვორჭოფობ ხოლმე, რომელ პარტიას მივცე ხმა, აქ უბრალოდ ორი მხარეა  - ეს არ  არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, ეს არის არჩევანი საქართველოსა და რუსეთს შორის და ევროპა, ამ შემთხვევაში, საქართველოს მხარესაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალქეების უმეტესობამ კარგად ვიცით,რ ომ ჩვენი მომავალი ევროპულია და ეს ვაჩვენეთ გუშინ, დარწმუნებული ვარ ამას ვაჩვენებთ 26 ოქტომბერს“,- განაცხადა მუსიკოსმა, ნინო ჟვანიამ.

გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოება მზადაა არჩევენბისთვის და აფრთხილებს ყველას, რომ ადგილი არ ჰქონდეს გაყალბებას, არავის მოუბრუნდეს ხელი, რომ გააყალბოს, ეს მათ დაუბრუნდებათ ძალიან ცუდად - აცხადებს რეჟისორი, ბესო სოლომნიშვილი.

ვეროპული მარშის ორგანიზატორები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, ხაზს უსვამენ იმას, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ სხვადასხვა ასაკის ადამიანები იდგნენ ქუჩაში, რათა მკაფიოდ დაეფიქსირებინათ თავიანთი ევროპული არჩევანი.

გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული, საქართველოს გულწრფელი მოქლაქე, რომელიც არ დაიღალა ამ ბრძოლაში და არც დაიღლება. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტი გამოვა არჩევნების დღეს. ამიტომ ეს იყო გარკვეული აქცია, შუალედში და მთავარი შეკრება 26 ოქტომბერს უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივა და ხმას მისცემს ევროპას, - ამბობს ეკა გიგაური

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს არ ეზარება, არც ქარში და არც ცუდ ამინდში გარეთ გამოსვლა. 10 ათასობით გამოსვლა იმის სათქმელად კიდევ ერთხელ, რაც მრავალჯერ გვითქვამს - საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ჩვენი ქვეყანა ირჩევს ევროპას და ჩვენი გზა იქნება მხოლოდ იქით, საითაც მხოლოდ ჩვენი კონსტიტუცია მიგვითითებს, რაც არის ევროკავშირი. ვერც ლაზერის მინათებები, ვერც დაშინების და შეშინების მცდელობები, ამ სწრაფვაში ჩვენ ვერ შეგვაჩერებს“, - აცხადებს საბა ბრაჭველი.