მონობას არასდროს შევეგუებით! - აქტივისტები ევროპულ მარშს აფასებენ
არჩვენებამდე 5 დღით ადრე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ პროევროპული მარში "არაფორმალური რეფერენდუმი იყო“ და ის ხალხი, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა, 26 ოქტომბერს აუცილებლად გააკეთებს თავისუფალ არჩევანს, რომელიც არის დასავლეთი.
"პირველების" რესპოდენტები გუშინდელ აქციას მმართველი გუნდის მიერ მოწყობილ შეხვედრებს ადარებენ და ამბობენ, რომ "თავისუფლების მოედანზე ხალხი დაშინებით და იძულებით არავის მიუყვანია და არც ტაში იყო ჩაწერილი.“
“26 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით უქოცო ქვეყანაში და ეს უქოცო ქვეყანა ნიშნავს, წარმატებულ ქვეყანას“, - ამბობს პოეტი, პაატა შამუგია.
ეს იყო არაფორმალური რეფერენდუმი, შეიძლება ითქვას, როდესაც ამდენი ადამიანი მოდის და როგორც წესი, მიტინგზე მოდის მსურველთა 10 პროცენტი, საშუალოდ ასე გამოითვლება ხოლმე. ეს რომ მსურველთა რაოდენობაზე გაამრავლო, მივიღებთ ძალიან დიდ რიცხვს და ეს ნიშნავს, რომ ლოგიკური დასასრული იქნება, 26 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით უქოცო ქვეყანაში და ეს უქოცო ქვეყანა ნიშნავს, წარმატებულ ქვეყანას - ამბობს პაატა შამუგია.
მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იქ არავის გამოუყვანია, დაშინებით და მოსყიდვით, იქ არ ისმოდა ჩაწერული ტაში და სცენაზე არავინ მდგარა აკვარიუმით აღჭურვილი. გუშინ თავისუფლების მოედანზე, თავისუფალი ხალხი ვიხილეთ, რომლებიც მონობას არასოდეს შეეგუებიან. თავისუფლება ჩვენი პრინციპული არჩევანია და ეს 26 ოქტომბრის არჩევენბზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, - აცხადებს ბექა ყორშია.