ურეკში, სკოლაში, რომელიც 14 მილიონი დაჯდა, წვიმს
დაბა ურეკის საჯარო სკოლაში, რომლის აშენებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, დაიტბორა. შენიბის პირველ სართულზე და სპორტ დარბაზში წყალი დგას.
ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის მეზობლად მდებარე სასწავლო დაწესებულებაში ფაქტის გადასაღებად ადგილზე მისული ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ჯერ სპორტ დარბაზში ჩაკეტეს, შემდეგ კი ტერიტორიიდან გამოაძევეს.
ეს ის სკოლაა, რომელიც განათლების ახალმა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გახსნა. ალექსანდრე წულაძე ურეკში ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე მისულ "ტვ პირველს" სკოლის თანამშრომლები უდასტურებენ, რომ დაზიანებების შესახებ მინისტრი ინფორმირებული იყო, თუმცა სკოლა მაინც გაიხსნა.
ურეკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლალი სიჭინავა "პირველებს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ 14 მილიონიანი სკოლის დატბორვის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმირებულია.
"მერა რა, წყალმა გამოუარა"- ამბობს სიჭინავა
"რა მოხდა, ოჯახში ჩამომდის წყალი, ყველა ჩაყენებულია საქმის კურსში, ყველამ იცის"- აცხადებს კიდევ ერთი პედაგოგი.
ოპოზიცია მომხდარი ფაქტის შესწავლას და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.