აქციების დარბევა წყალში გარეული ქიმიური ნივთიერებებით - ცნობილია გომელაურის უწყების აღიარებითი ჩვენება

21.10.24 20:01
აქციების დარბევა წყალში გარეული ქიმიური ნივთიერებებით - ცნობილია გომელაურის უწყების აღიარებითი ჩვენება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, თუმცა გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი კანონიერია.

გომელაურის უწყების აღიარება, რომ ზიანის გასაზრდელად წყლის ჭავლს გაზს ურევდნენ, მხოლოდ "შაბათის ეთერის" მიერ რაციის ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი. სამინისტრომ თავის სამართლებელ განცხადებაში რამდენიმე ტყუილი ჩაწერა, რაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აღმოაჩინა.

არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N1002, რომელშიც გაწერილია, რომ ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება აკრძალულია. ანუ, გომელაურმა ან კანონი დაარღვია, ან ბრძანება შეცვალა. ახლა საია ბრძანების გასაჯაროებას ითხოვს.

მეორედ შსს-მ მაშინ მოიტყუა, როცა თქვა, რომ საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად "ამნესთი ინთერნეიშენალის" დოკუმენტებიც არ კრძალავს რამდენიმე სპეცსაშუალების ერთად გამოყენებას.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.