პლედებში გახვეული ე.წ. ტიტუშკები - "ქართული ოცნება" პარტ.აქტივის იმედადღა დარჩა
პლედებში გახვეული ე.წ. ტიტუშკების იმედად დარჩენილი "ოცნება" - პრემიერი დარწმუნებულია, რომ პარტ.აქტივი, რომელიც გუშინ პრეზიდენტს ლაზერს ანათებდა, ბულინგის მსხვერპლია.
კობახიძე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ "ოცნების" დეპუტატის სასტუმროს ვერანდაზე საგანგებოდ ასული და ლაზერებით შეიარაღებული ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებმაც პრეზიდენტის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.
იდენტიფიცირებულები არიან პლედებში ჩამალული ე.წ. ტიტუშკები. ისინი "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი პირები არიან. სახელებისა და გვარების გასაჯაროების შემდეგ, ყველა მიმალვაშია, ერთის გარდა.
თედო ბიტბუნოვი სამთავრობო მედიასთან გამოჩნდა, რათა საკუთარი თავიც და მისი მეგობრებიც მსხვერპლებად გაესაღებინა. ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ორმა გოგონამ, ვინც მათი ადგილსამყოფელი გაშიფრეს, მინიმუმ ექვსი მამაკაცი თმით ითრია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.