ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - რას უკავშირდება სასტიკი ანგარიშსწორება?
ოთხი დაკავებული თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ტატო ფირცხალაიშვილი მოკლა, საპასუხო გასროლის შედეგად კი თავად დაიჭრა. ირკვევა, რომ სასტიკი ანგარიშსწორება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ფირცხალაიშვილი ყოფილი მეგობრის მხრიდან თავდასხმას, სავარაუდოდ, ელოდა, რადგან მკვლელობის დროს მას ჯავშანჟილეტი ეცვა.
ბრალდებული ფირცხალაიშვილს ფიროსმანის ქუჩაზე ჩაუსაფრდა. მას ჯერ მანქანა დააჯახა, სცემა და ბოლოს ოთხი ტყვია ესროლა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა საპასუხო გასროლაც. ბრალდებულის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობას თვითმხილველებიც ჰყავდა. მათ ხელბორკილები სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაადეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.