ტელეკომპანია “იმედი“ ტყუილში ამხილეს
“ტვ იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია “ტვ პირველის“ შესახებ, ფეისბუქის მფლობელმა კომპანია მეტამ მონიშნა როგორც, დეზინფორმაცია.
გუშინ, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია “პირველმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სათაურით - “პროტესტის გზა“. ამ კადრებში ცხადად ჩანდა, რომ კლიპში გამოყენებული იყო, რუსული კანონის საწინააღმედგო აქციების დროს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს გადაღებული კადრები.
ეს ის ვიდეო კლიპია, რომელიც 20 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე უჩვენეს. ვიდეომასალას თან ახლდა ანოტაცია, რომ ეს იყო სხვადასხვა აქციების დროს გადაღებული კადრები, რომელიც ასახავდა საქართველოში პროტესტის გზას.
ამ სიცხადის მიუხედავად, სამთავრობო პროპაგადისტულმა არხმა - “იმედმა“ ფაქტები დაამახინჯა და გაავრცელა ინფორმაცია , რომ თითქოს “ტვ პირველი“ ძველ კადრებს წარმოაჩენდა, როგოც 20 ოქტომბერს გადაღებულს - რაც არის ტყუილი.
მეტამ იმედის ინფორმაცია მონიშნა, როგორც სიყალბე.