ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა

22.10.24 12:09
ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა

ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაქოს ქუჩის 29 ნომერში, ორსართულიან უფუნქციო შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა. თვითნებურად შესახლებულების თქმით, წასასვლელი არსად ჰქონდათ ამიტომ მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება.

მათი თქმით, წლებია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ქირის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გააქტიურდა, ხვდებიან, მათ პრობლემებს ისმენენ, მაგრამ მხოლოდ ფუჭ დაპირებებს ისმენენ და კონკრეტული გადაწყვეტილებას მიღებას უშედეგოდ ელოდებიან.

ბაქოს ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.

"ქირით ვცხოვრობდი, თუმცა ქირა ვეღარ გადავიხადეთ და შემოვედით აქ. თორნიკე რიჟვაძეს ძალიან ბევრჯერ მივმართეთ, საცხოვრებელს ვიღებდით, რომ ღია ცის ქვეშ არ ვყოფილვართ, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სანამ რაიმეთი არ დაგვაკმაყოფილებენ, ვიქნებით აქ", - ამბობს სოციალურად დაუცველი. 

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველებმა რამდენიმე დღის წინ, უფუნქციო შენობა დაიკავეს სოფელ ბუკნარშიც. სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლებისგან დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან. ისინი ყოველკვირეულად საპროტესტო აქციებს მართავენ, თუმცა ბათუმის მერია მათ მოთხოვნებს არ ისმენს.

წყარო: ajaratimes.ge