საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტი - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტი - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 2004 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 წელს დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.