რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

22.10.24 12:40
რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21 ოქტომბერს მოსკოვის ოლქში ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა. რუსეთი საქართველოს მოქალაქეს იარაღის უკანონო შენახვას ედავება.

ФСБ-ს ანგარიშში წერია, რომ პირი საკუთარ სახლში ინახავდა: მცირე კალიბრის ТОЗ-8 შაშხანას, სანადირო თოფს ИЖ-27, 300-მდე ტყვიას, ხელყუმბარა РГД-5-ს და 500 გრამამდე დენთს.

გარდა ამისა, რუსი სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ დაკავებულს აღმოაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის და ე.წ. "აფხაზეთის პასპორტის" ყალბი დოკუმენტები. 

სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ რომ ბრალდებული იარაღის ვაჭრობით იყო დაკავებული.