ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

22.10.24 13:26
ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს - ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.