სტრასბურგის სასამართლომ რუსეთში მოქმედ "აგენტების კანონზე" გადაწყვეტილება გამოაცხადა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთში მოქმედ "აგენტების კანონზე" [ Kobaliya and Others v. Russia] გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის მიზანია დასჯა და დაშინება და არა გამჭვირვალობის ან კანონიერების რაიმე სავარაუდო საჭიროების მოგვარება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ამ კანონით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრების თავისუფლება, ასევე, მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონმდებლობა არის მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენება ზედმეტად ფართო, არაპროგნოზირებადი გზით.
ამან სასამართლოს უბიძგა დასკვნისკენ, რომ კანონმდებლობის მიზანი არის დასჯა და დაშინება და არა გამჭვირვალობის საჭიროება ან ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშიერებული ნებისმიერი ლეგიტიმური წუხილი.
ECHR-მა ასევე ხაზი გაუსვა არაპროპორციულ სანქციებს ამ ადამიანების და ორგანიზაციებს წინააღდეგ, თვითნებური ჯარიმებისა და ორგანიზაციების დაშლის ჩათვლით.
ასეთ შეზღუდვებს ჰქონდათ მსუსხავი ეფექტი საზოგადო დისკურსსა და სამოქალაქო ჩართულობზე. მათ შექმნეს ეჭვისა და უნდობლობის ატმოსფერო დამოუკიდებელი ხმების მიმართ და ძირს გამოუთხარეს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს”. – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო კიდევ უფრო დაშორდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს.