წყარო: საარჩევნო კლიპში მონაწილეობა “ოცნებამ“ ყველა ფეხბურთელს სთხოვა, თუმცა მხოლოდ 4 დაითანხმა

22.10.24 17:22
წყარო: საარჩევნო კლიპში მონაწილეობა “ოცნებამ“ ყველა ფეხბურთელს სთხოვა, თუმცა მხოლოდ 4 დაითანხმა

ეროვნული ნაკრების  უარი “ქართულ ოცნებას“ - "ტვ პირველის " ინფორმაციით, საარჩევნო კლიპში მონაწილეობა მმართველმა გუნდმა ყველა ფეხბურთელს სთხოვა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

არაოფიციალური ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკებებში ფედერაცია და პირადად ლევან კობიაშვილი იყო ჩართული - თუმცა უშედეგოდ.

საბოლოოდ,  „ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობაზე თანხმობა მხოლოდ ოთხი  ფეხბურთელისგან მიიღო.

„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ბულინგის მსხვერპლი ხდება ყველა ის ადამიანი, იქნება ეს სპორტსმენი თუ რომელიმე სხვა ხელოვანი, რომელიც „ოცნებას“ ღიად და საჯარო დაუჭერს მხარს. 

ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა, ეს არის დამახასიათებელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არავითარი ფასეულობა არ არსებობს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი და არც სპორტსმენი არ არის მათთვის ფასეული. ამას ღირსეულ ადამიანებზე გავლენა ვერ ექნება. ამ ადამიანის უღირსობაზე მეტყველებს ის ბუკინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კლიპში მონაწილეობის მისაღებად ნაკრების  მხოლოდ 4 ფეხბურთელი დაითანხმა.

საუბარია მმართველი პარტიის ახალ ვიდეორგოლზე, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოქმედი ფეხბურთელები, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი მონაწილეობენ.