კორეაში მცხოვრები ბლოგერი ამბობს, რომ “ოცნების“ დამკვირვებელთა სიაში მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა
სამხერეთ კორეაში მცხოვრები ბლოგერი, სოფია კვინიკაძე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა სიაში მისი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, დამკვირვებლობის სურვილი ჰქონდა, რის შესახებაც საელჩოს აცნობა. ამის შემდეგ დაურეკეს მმართველი პარტიიდან და შესთავაზეს, რომ პარტიის დამკვირვებელი ყოფილიყო, რაზედაც უარი განაცხადა.
რადგან ასე ვაქტიურობდი არჩევნების პროცესებში, მინდოდა რომ აქ [სეულში] დამკვირვებელი ვყოფილიყავი. ამიტომ, ვთხოვე საელჩოს, რომ დამკვირვებელი ვიქნები-თქო და საელჩომაც მითხრა, რომ შეგიყვანთ სიაში და გავაგზავნით თქვენს სახელსო. რამდენიმე დღეში შემოვიდა საქართველოდან ზარი - სოფოს ხომ არ უნდა ოცნების დამკვირვებელი რომ იყოსო, მკითხეს. მე კატეგორიული უარი განვაცხადე, მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაპროტესტებ ამ პარტიას, ამათ კანონს ვგმობ, ათასმა ვიღაცამ შემომიტია, მათრიეს, გამანადგურეს და ბედავენ და რეკავენ და მეუბნებიან, რომ ვიყო მათი დამკვირვებელი.
ამის შემდეგ, მითხრეს, რომ ბოდიში და დაახვიოს და არაფერ დამკვირვებლად არ დავნიშნავთო, საბოლოო ჯამში, სტატუსი არ მომცეს.ახლა შემომდის დედაჩემისგან ზარი, რომ რაღაც ცრუ ინფორმაცია გავრცელდა შენთან დაკავშირებითო [...] რატომ ვარ ჯერ კიდევ სიაში, მაინტერესებს. [...] ეს არის აბსურდი, ახლა რაც ხდება [...]" - ამბობს კვინიკაძე ვიდეომიმართვაში.
მოგვიანებით კვინიკაძემ ცესკო-სთან მისი მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც წერია, რომ “პარტიის წარმომადგენლად რეგისტრაციას პარტია უზრუნველყოფს“.
აი, ეს არის ჩვენი და ამ პარტიის რეალობა. ჩამწერეს სიებში, როცა ჩემი თვალით ვნახე გაგზავნილი უარი კორეიდან (აქ საელჩოსგან მიიღეს ეს პასუხი). ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?
დასკვნები თქვენ გააკეთეთ და არჩევანიც მაგის მიხედვით 26-ში“ ,- წერს სოფია კვინიკაძე.