აღმოჩენილია ათობით გვერდი თუ მედია, რომელიც ოპოზიციის და სტრატეგიული პარტნიორების გაშავებით არის დაკავებული
ოპოზიციის და სტრატეგიული პარტნიორერის გაშავების სქემა გაშიფრულია. 3 თვიანი კვლევის შედეგად ,,მედიის განვითარების ფონდმა'' 4055 კომენტარი შეისწავლა, რომელიც ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთის ქმედებას ირიბად ამართლებს. აღმოჩენილია ათობით გვერდი თუ მედია, რომელიც დეზინფორმაციის გარვცელებით არის დაკავებული და ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს. ერთ-ერთია "სეზონი ტვ", "საქართველო და მსოფლიო", სახელისუფლებლო "პოსტივი" და "საქართველო უპირველეს ყოვლისა". მათ ჯამში 700 -ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს.
პარტიებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილები "ქართულმა ოცნებამ'' და "ხალხის ძალამ" გაავრცელეს. ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება'' საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ მათ სჭირდებათ განსაკუთრებულად მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისთვის, რომ საქართველოში ომის პარტია, აგენტურა და ლიბერალური ფაშიზმი დაასრულონ. ასევე, მრავლად გხვდება გაყალბებული ციტატები, ფოტო თუ ვიდეო მანიპულაციები, პირადი თავდასხმები ქალ პოლიტიკოსებზე.
ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში ჭარბობს ვიზუალური მანიპულაციები, კადრებში ვიზუალის და ხმის რედაქტირება. აღმჩენილია ორი ანონიმური ფეისბუქ ანგარიში ,,პოლიტ ოლოგი'', ,,ანტი ნაცი'' და 4 ფეისბუქ გვერდი ( "ბრძენი კრიტიკოსი", ,,რეალობა'' ,,მიხეილ ბიძინაური'' ,,ეროვნული ღირსების გარეშე''). არსებობს რეგიონული მედიის სახელით მოქმედი რამდენიმე ფეისბუქ გვერდი, რომლებიც მართველი პარტიის პიარს და დასავლეთის კრიტიკას ეწევიან.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.