საგანგებო მზადება "ოცნების" ღონისძიებისთვის - რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს

23.10.24 13:11
საგანგებო მზადება "ოცნების" ღონისძიებისთვის - რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს

საგანგებო მზადება "ოცნების" ღონისძიებისთვის - რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს. ადგილზე ერთ მიუსაფარ ცხოველსაც კი ვეღარ იპოვით. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთიმეორეს მიყოლებით წერენ. 

მთელი რუსთაველი და თავისუფლება გაასუფთავეს ქუჩის ძაღლებისგან.
ჩამოყრიან საწყლებს სადღაც ფონიჭალაში და ზაჰესთან და ვერასოდეს მოაგნებენ იმ ადგილებს, სადაც მიჩვეულნი არიან არსებობას 
დიდი ალბათობით დაიხოცებიან კიდეც…
რა საჭირო იყო? ვის რას დაუშავებდნენ?- წერს ტონი ვაჭარაძე. 

თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ხალხს მიმართავს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია.  მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.