"ოცნების" ღონისძიების მიმდინარეობისას, სასტუმრო "მონოგრაფი" დაიკეტება
"ოცნების" დეპუტატ, ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო "მონოგრაფი", რომლის აივანიდანაც პრეზიდენტს და "ევროპული მარშის" გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ, დღეს მხოლოდ 1-დან 3 საათამდე იმუშავებს. "პირველებს" სასტუმროში უთხრეს, რომ მიზეზი კერძო ღონისძიებაა, რის გამოც "მონოგრაფი" მხოლოდ 3 საათამდე იმუშავებს და 9 საათზე გაიხსნება.
"პირვლებემა" სასტუმროს ადმინისტრაციას ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება სასტუმროს დაკეტვა "ოცნების" ღონსიძებას და დაიკავებენ თუ არა "მონოგრაფის" აივნებს სნაიპერები, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა ამის შესახებ სასტუმროში არ საუბრობენ.
- შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, ანტონ ობოლაშვილის სასტუმროში გამაგრებული ახალგაზრდები გამომსვლელებს ლაზერს ანათებდნენ."ოცნების" მომხრეების სამიზნე იყო სალომე ზურაბიშვილიც. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა tvpirveli.ge-მ 20 ოქტომბერს გაავრცელა.
თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.