"ფულს მოგცემთო და მივდივარ" - "ოცნების" ღონისძიებისთვის კოლონები ქუთაისიდან თბილისში დაიძრნენ
"ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის კოლონები ქუთაისიდან თბილისში წამოსასვლელად ემზადებიან - ქუთაისელები და მათ შორის, საჯარო მოხლეების ნაწილი "პირველებთან" არ მალავს, რომ თბილისში წასვლა პარტიიდან მოსთხოვეს, ნაწილი კი პირდაპირ ამბობს ფულს დაჰპირდნენ.
თბილისში მივდივარ, ზუსტად არ ვიცი, არჩევნებისთვის თუ რაღაც, მოვა აგერ ჩემი მანქანა და ვიკითხავ, ფულს დაგვპირდნენ, წამოდითო, მაგრამ რამდენს ჯერ არ ვიცი", - ამბობს მოქალაქე.
თბილისში დაანონსებული პარტიული ღონისძიებისთვის "ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსი სრულად მოაბილიზა გურიასა და აჭარიდანაც.
თავისუფლების მოედანზე მზადება კი უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.