"ოცნების" პარტიული ღონისძიება - თბილისში პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაა
"ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. "პირველებმა" შსს-ს თანამშრომლები პუშკინის სკვერში გადაიღო.
"ქართული ოცნება" დღეს საარჩევნო შეხცვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.