ზესტაფონში მატარებელი მწყემსს დაეჯახა - მამაკაცი გარდაიცვალა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მატარებელი მწყემსს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.