"ოცნებამ" ქუთაისში ბაღის მასწავლებლებს სურვილები ჩამოაწერინა
ქუთაისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღსაზრდელების მასწავლებლებს სთხოვეს, დაეწერათ წერილები, რა სურთ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შეურსულოთ - ამის შესახებ ინფორმაცია და სქრინები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რეალობა ძალიან მძიმეა - ირკვევა, რომ დასაქმებულების დიდ ნაწილს სამედიცინო კვლევებზე უნდათ მოხვედრა. სწორედ ეს არის მათი მთავარი სურვილი, რომ სამედიცინო კვლევები უფასოდ მიიღონ და მზად არიან, ამის სანაცვლოდ მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" დღეს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ხალხს მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო, დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.