"ოცნებას" თბილისში სამეგრელოდან პრორუსულად განწყობილი ხალხი მოჰყავს

23.10.24 15:32
"ოცნებას" თბილისში სამეგრელოდან პრორუსულად განწყობილი ხალხი მოჰყავს

 

"ოცნებას" დღევანდელი ღონისძიებისთვის თბილისში სამეგრელოდან პრორუსულად განწყობილი ხალხი მოჰყავს. ისინი ტელეკამერებთანაც კი არ აღიარებენ, რომ რუსეთი მტერია. მეტიც, მათი თქმით, "მეზობლებს უნდა შვეურიგდეთ"

რუსეთის საქართველოს მტერი? უნდა შევრიგდეთ ყველასთან მეზობლებთან, თუ ასე ვილაპარაკებთ რომ რუსეთი მტერია, რუსეთის მტერი აღმოჩნდება ყველა, ვინც თქვენ არ გაწყობთ- ამბობს "ოცნების" მხარდამჭერი. 

სამეგრელოდან დედაქალაქისკენ მომავალი "ოცნების" მხარდამჭერები იმასაც ამბობენ, რომ დღევანდელი აქციის მიზანი მშვიდობაა.

მივდივარ, იმიტომ, რომ კარგი ამბავი ხდება.

აქციაზე მივდივრ, ეს იქნება საარჩევნო კამპანიის დახურვა

ამ აქციის მიზანი მშვიდობაა და მივიდვარ როგორც რიგითი მოქალაქე და ვაპირებ იქ დგომას. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" დღეს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში გამართავს. თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დასრულებულია, იქ უკვე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმიც, საიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე  ხალხს მიმართავს. 

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია.  თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი სრულად გადაკეტილია.