"რაში მაინტერესებს ბიძინა" - ივანიშვილს ხალხი გაექცა (ვიდეო)

23.10.24 20:10
"რაში მაინტერესებს ბიძინა" - ივანიშვილს ხალხი გაექცა (ვიდეო)

 

 

რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი ბიძინა ივანიშვილის აქციიდან გარბის - მოქალაქეების ნაწილი, რომელიც "ტვ პირველმა" დააფიქსირა, კამერების წინ არ მალავს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიტყვა არ აინტერესებთ.

"რაში მაინტერესებს ბიძინა", "მეჩქარება" - ამბობენ თბილისში საგანგებოდ "ოცნების" ღონისძიებისთვის ჩამოსული მოქალაქეები. 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები თავისუფლების მოედანს "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებენ. 

ნაწილმა თავი "გალერეა თბილისს" შეაფარა, ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე ორბელიანების ბაზარში იმყოფება.

ცნობისთვის, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.