"ოცნების" ღონისძიებაზე ახალგაზრდები სახეს მალავენ (ვიდეო)
"ოცნების" ღონისძიებაზე ახალგაზრდები სახეს მალავენ და არ პასუხობენ "პირველების" კითხვას, ეუხერხულებათ თუ არა მმართველი პარტიის აქციაზე დგომა.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები თავისუფლების მოედანს "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებენ.
ნაწილმა თავი "გალერეა თბილისს" შეაფარა, ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე ორბელიანების ბაზარში იმყოფება.
ცნობისთვის, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.