მაჭავარიანი: "რას ნიშნავს ღირსებით ევროპაში, ეს ხომ გროტესკია - ევროპა ღირსებას გართმევს? რას ბოდავენ?!"
"რას ნიშნავს ღირსებით ევროპაში, ეს ხომ გროტესკია. ევროპა ღირსებას გართმევს? რას ბოდავენ" - ამის შესახებ კომენტარი დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა "ტვ პირველის" ეთერში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრის დროს გააკეთა.
დირიჟორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთთან პოლიტიკური ფლირტი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2019 წელს, პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი დასვეს.
ამასთან, ვახტანგ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს პროევროპულ ოპოზიციას აირჩევს და ქვეყანაში "რუსეთის ბოგინს არ დაუშვებს".
კოშმარულ ძილშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას მერე, რაც საქართველომ გახსნა გული, გონება, წავიდა სასწავლებლად ევროპაში, ამერიკაში და ამის მერე დგება დღის წესრიგი, რომ ჩვენ ბაბაია უნდა დავუძახოთ რუსებს და ვლანძღავთ ევროპას. რას ნიშნავს ღირსებით ევროპაში, ეს ხომ გროტესკია. ევროპა რა, ღირსებას გართმევს? რას ბოდავენ. ბოდავენ ასევე ომზე. ბოდიში და ინტელექტუალურად დაჩაგრულ ადამიანებს კი სჯერათ ეს", - ამბობს ვახტანგ მაჭავარიანი.