აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, "პრეზიდენტისგან" მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ "მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად".
ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, "რიგი მოვლენების გათვალისწინებით“ .მანამდე გახდა ცნობილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამო 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს ე.წ. საზღვარი.