ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - რუსთავის 25-ე ბაგა-ბაღის გამგე გაუჩინარებულია

24.10.24 12:34
ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - რუსთავის 25-ე ბაგა-ბაღის გამგე გაუჩინარებულია

ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - რუსთავის 25-ე ბაგა ბაღის გამგე გაუჩინარებულია. ის დილიდან არცერთ იმ საბავშვო ბაღში არ მისულა, სადაც მისი ჯგუფებია გადანაწილებული. მანონი მეურმიშვილი არ პასუხობს არც "ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს. ასევე გაუჩინარებულია ბაღის ორი თანამშრომელი, რომელზეც ბაღის გამგე აუდიოჩანაწერში საუბრობს - საუბარია ნათია თარგამაძესა და თეა ბექაურზე. სწორედ მათზე ამბობს მანონი მეურმიშვილი დაზუსტებით აუდიოჩანაწერში, რომ აქციაზე მიჰყავს. 

25-ე ბაგა ბაღში არსებული რემონტის გამო ბაღის ჯგუფები გადანაწილებულია სხვადასხვა ბაღებში. "პირველები" დღეს რამდენიმე ბაღში იმყოფებოდა, მათ შორის 32-ე ბაღში, სადაც გამგესთან ერთად იმყოფებოდა რუსთავის მერიის თანამშრომელი, რომელმაც 32-ე ბაღის გამგის მარტო ჩაწერის საშულება "ტვ პირველს" არ მისცა. ორივე მათგანი ამბობდა, რომ მანონონი მეურმიშვილი დილიდან არ უნახავთ.

ჩემთვის არასასიამოვნო და არამისაღები იყო, რაც მოვისმინე, მუქარასა დაარქმევს ალბათ ის, ვისაც ეს ევალება. ახლა სად არის მანონი არ ვიცი. იქნებ ამ ყველაფრის შემდეგ, ქალბატონი მანონი შეუძლოდაც არის, იქნებ ნერვიულობს, შეიძლება სხვა ბაღშია, დანარჩენი ორი ადამიანი - თეა ბექაური და ნათია თარგამაძე არვიცი სად არიან, დილიდან ვერ მოვასწარი რომ მეკითხა", - ამბობს 32-ე ბაღის გამგე. 

"პირველები" იმყოფებოდა 33-ე ბაგა ბაღშიც, აუდიოჩანაწერის მიხედვით, სწორედ ამ ბაღის მასწავლებლებს ემუქრებოდა მანონი მეურმიშვილი, თუმცა დღეს ბაღის თანამშრომელის უმეტესობა "ტვ პირველებთან" საუბრისგან თავს იკავდებდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ მანონი მეურმიშვილი არ უნახავს, რაც შეეხება აქციაზე წასვლას, რესპოდენტებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ აღიარა, რომ "ოცნების" პარტიულ შეკრებებზე თავისი ნებით დადიან, ნაწილმა კი თქვა, რომ საგაკვეთილო საათებსი დასრულებსი შემდეგ პირრდაპირ სახლში წავიდნენ.

საჯარო მოხელე მანონი მეურმიშვილი სისხლის სამართლის მინიმუმ სამ შესაძლო დანაშაულშია მხილებული. არსებული ინფორმაციით, მანონი მეურმიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია. ამ ჩანაწერებში კი ისმის, რომ ის საკუთარ თანამშრომლებს აიძულებდა, "ოცნების" რუსული მარშის მონაწილეთა რიგებში ჩამდგარიყვნენ. იძულება, მუქარა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, წესით გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა იყოს. თუმცა არსებობს ეჭვიც, რომ სკანდალში გახვეული საჯარო მოხელე, თავადაც ზეწოლის მსხვერპლია სხვა პირების მხრიდან.

სკანდალური აუციოჩანაწერი გუშინ "ტაბულამ გაავრცელა.