"ეროვნული ბანკი ივანიშვილის ოჯახს ემორჩილება" - ფინანსისტი

24.10.24 12:23
"ეროვნული ბანკი ივანიშვილის ოჯახს ემორჩილება" - ფინანსისტი

"ეროვნული ბანკი ივანიშვილის ოჯახს ემორჩილება" - ასე ეხმაურება ფინანსისტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი 23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 60 მილიონი ამერიკული დოლარის გაყიდვას.

გიგა ბედინეიშვილი საფინანსო ინსტიტუტის მიერ მხოლოდ ოქტომბერში 170 მილიონ დოლარზე მეტის გაყიდვას "სამარცხვინო" ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ "სებ-ი ასობით მილიონ ლარს იმისთვის ანიავებს, რომ ლარის გაუფასურების შანსიც კი არ გაჩნდეს".

ეროვნული ბანკი ივანიშვილის ოჯახს ემორჩილება. ასობით მილიონ ლარის განიავება იმისთვის, რომ შანსიც კი არ გაჩნდეს ლარის გაუფასურების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის აზრით და ეროვნული ბანკის ლიდერების აზრით, გააუარესებს საარჩევნო პერსპექტივებს "ქართულ ოცნებას". ეს სამარცხვინო საქციელია", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

2024 წლის 23 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა