ფინანსური პოლიცია ჩხრეკას ქუთაისშიც ატარებს
ფინანსური პოლიცია ჩხრეკას ქუთაისშიც ატარებს - ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩაზე, პოლიცია Mercatus Capital-ის დამფუძნებლის, ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლში შევიდა.
ოჯახი ეჭვობს, რომ ჩხრეკის ერთადერთი მიზეზი მათი ოპოზიციური განწყობა შეიძლება იყოს. მათივე ინფორმაციით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა. ირკვევა, ისიც, რომ ვალერი ტყეშელაშვილს თავდაპირველად ინსპეტქტორები ესტუმრნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიცია შევიდა.
სახლიდან ამოიღეს Mercatus Capital-ის დამფუძნებლის მშობლების ლეპტოპი და ტელეფონები.
დღეს, 24 ოქტომბერს, ფინანსური პოლიცია შევიდა Atlantic Council-ის მკვლევარის ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.
პარტია "ფედერალისტების წევრის", გიორგი ნონიაშვილის სახლიდანაც ამოიღეს ტექნიკა.