სახელმწიფო შესყიდვები და "ოცნების" შემომწირველები - TI მმართველი პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს

24.10.24 14:25
სახელმწიფო შესყიდვები და "ოცნების" შემომწირველები - TI მმართველი პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ქართული ოცნების" ფინანსებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს - TI-ი მონაცემების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ყველაზე მდიდარი პარტიაა, რომელიც ფულს, ძირითადად, მასთან დაკავშირებული ბიზნესისგან იღებს. 

კერძოდ, ოფიციალური შემოსავლების თანახმად, 2024 წლის განმავლობაში მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 684 მილიონი ლარი მიიღეს და იგივე სუბიექტებმა "ქართულ ოცნებას" დაახლოებით 3 მილიონი შესწირეს. 

ამასთან, როგორც TI-ის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, ამავე პერიოდის განმავლობაში ივანიშვილის გუნდის 51-მა შემწირველმა 71 სახელმწიფო სუბსიდია მიიღო. 

მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლის განმავლობაში, ოქტომბრამდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღეს 684 მილიონი ლარი და იგივე პირებმა "ოცნებას" შესწირეს დაახლოებით 3 მილიონი. 51 შემომწირველი ასევე იღებს სახელმწიფო სუბსიდიებს. მათ ამ პერიოდის განმავლობაში მიიღეს 71 სახელმწიფო სუბსიდია. ფორმალურადაც არ ცდილობენ, რომ გამოძიება დაიწყონ", - ამბობს ეკა გიგაური.

ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბარამიძე ე.წ. პარტიული შავი ყულაბის არსებობის შესახებ ამახვილებს ყურადღებას. 

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, მმართველი პარტია ე.წ. შავ ფულს ამომრჩევლების მოსყიდვისთვის, სიების შედგენისთვის და მოქალაქეების დაშინებისთვის იყენებს. 

როდესაც თქვენ საუბრობთ შავ ფულზე, ეს არის ბევრად მეტი, ათეულობით მილიონი, რომელიც მიდის სხვადასხვა უკანონო მიზნებით იმისათვის, რომ შეისყიდონ ამომრჩეველთა ხმები, დროებით ჩამოართვან ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები. ეს ფაქტები გამოსაძიებელი აქვს სახელმწიფოს სამართალდამცავ სისტემას, რასაც ეს სისტემა არ აკეთებს", - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.