"ამ უსამართლობას" შევეწირები" - სატელეფონო ზარი "პირველებთან" ქუთაისის ციხიდან

21.08.21 06:15
"ამ უსამართლობას" შევეწირები" - სატელეფონო ზარი "პირველებთან" ქუთაისის ციხიდან

პატიმარი სამედ ზოსიაშვილი შველას ითხოვს. ზოსიაშვილი "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ  უკანონო პატიმარია და დანაშუალი არ ჩაუდენია. დაკავებულს სხვისი ნივთის მოპარვას ედავებიან, თუმცა თავად აცხადებს, რომ პროკურატურამ ნივთი ჩაუდო. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება ნამდვილ დამნაშავეს ხელს აფარებს. ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ზოსიაშვილს 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ვშიმშილობ აბსოლუტური შიმშილით 19 აგვისტოდან. უკვე მესამე დღეა ვარ გაუსაძლის მდგომარეობაში, არ ვსვამ წყალს და არ ვიღებ საკვებს. ამ შემთხვევაში ადამიანი ცოცხლობს 7-8 დღე, შემდეგ დგება ლეტალური შედეგი. ვითხოვ გათავისუფლებას დაუყოვნებლივ. ადგნენ და ჩამიდეს ნივთმტკიცება მანქანაში და მაეუბნებოდნენ, რომ ეს არის შენი. ვთხოვ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას მომაქციოს ყურადღება. პროკუარტურა რასაც უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებს. მე ამ უსამართლობას შევეწირები. სამხარაულის ექსპერტები სადაც ჰყავთ, იქ რომ გადააქვთ გვამი, ჩვეულებრივად იწერება, რომ უბრალოდ ამა და ამ დროს ამ ადამიანმა დაიწყო შიმშილი, ვერ გაუძლო ამას და გარდაიცვალა, - აცხადებს პატიმარი. 

სამედ ზოსიაშვილი დედა პირდაპირ აცხადებს, რომ მისი შვილი ამ სისტემის მსხვერპლია. ქალი პასუხისმგებლობას ოლქის პროკურორს, ქალაქის მთავარ პროკურორს  და საქმის პროკურორს აკისრებს.