საქართველოს სახალხო დამცველი ეუთოს დელეგაციას შეხვდა

24.10.24 16:50
საქართველოს სახალხო დამცველი ეუთოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს, პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, არჩევნების დღეს დაკვირვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დარღვევების შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს არჩევნებზე საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა არჩევნების კონტექსტში დღემდე გამოკვეთილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.