ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

24.10.24 18:05
ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

ბაღის მასწავლებლების ტერორი და სკანდალური აუდიოჩანაწერი - საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ჩანაწერით სახეზეა სისხლის სამართლის მინიმუმ სამი დანაშაული. ამ დანაშაულში კი რუსთავის 25-ე ბაგა ბაღის გამგე, მანონი მეურმიშვილია მხილებული, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებულია.

“პირველების“ ინფორმაციით, მეურმიშვილი 32-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტების ადგილზე გამოჩენის შემდეგ ის უკანა კარიდან გააპარეს. 

32-ე ბაგა ბაღის გამგე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მეურმიშვილი საერთოდ არ უნახავს.

“მანონი და მისი გაპარვის მომენტი არ მინახავს, რაც შეეხება ბაიკო ალაფიშვილს - ჩემი თანამშრომელი არ არის, ის მანონის მენეჯერია“, - ამბობს ის.

დაიწყება თუ არა დისციპლინური გადაცდენის საქმზე მოკვლევა - ამ კითხვაზე ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ეკა ხუციშვილი არ პასუხობს და ამბობს, რომ “მოუცლელია“. კითხვებს არ პასუხობს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძეც. 

მითხრა, რომ საქმეზეა გასული და არ სცალია, ვერ გეტყვით სად არის, ბაღის გამგის აუდიოჩანაწერზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ქალბატონი ეკა დაკავებულია, ნინო კი პროექტებზეა გასული, - ამბობს  რუსთავის მერიის პრესამსახურის უფროსი, თამუნა აქუბარდია. 

მეურმიშვილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ “ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ, საჯარო მოხელე შვებულებაში გავიდა.

“არ არის აქ, შვებულებაშია, თელავშია“, - აცხადებენ ისინი.

 არსებული ინფორმაციით, მანონი მეურმიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია. ამ ჩანაწერებში კი ისმის, რომ ის საკუთარ თანამშრომლებს აიძულებდა, "ოცნების" მარშის მონაწილეთა რიგებში ჩამდგარიყვნენ. იძულება, მუქარა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, წესით გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა იყოს. თუმცა არსებობს ეჭვიც, რომ სკანდალში გახვეული საჯარო მოხელე, თავადაც ზეწოლის მსხვერპლია სხვა პირების მხრიდან.

სკანდალური აუციოჩანაწერი გუშინ "ტაბულამ“ გაავრცელა.