"გააგონე შენი ხმა საქართველოს" - სტუდენტური მოძრაობა აქცია-მსვლელობას გამართავს

25.10.24 10:35
"გააგონე შენი ხმა საქართველოს" - სტუდენტური მოძრაობა აქცია-მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება.

"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.