საქართველო გაერთიანდა - მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებისთვის ტრანსპორტირებას, ფულს, ღამის გასათევს სთავაზობენ

25.10.24 11:22
საქართველო გაერთიანდა - მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებისთვის ტრანსპორტირებას, ფულს, ღამის გასათევს სთავაზობენ

 

საქართველო გაერთიანდა - მოქალაქეები ერთმანეთს სოლიდარობის არნახულ მაგალითს აძლევენ. ამ წუთებშიც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, რათა არჩევნებზე ყველამ შეძლოს ხმის მიცემა. "ჯგუფ "დაიტოვეში" და "პლატფორმა 26-ში" თბილისიდან რეგიონებისკენ მიმავალ მგზავრებს ხალხი უფასო ტრანსპორტს, უფასო ღამის გასათევს, კვებას და ხარჯების ანაზღაურებასაც კი სთავაზობს. ერთამენთს უთმობენ საკუთარ ავტომობილებსაც კი. რამდენიმე დღით ხანგრძლივი ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებიან ემიგრანტებიც. არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ხვალ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინონ. 

უკანასკნელი საათების განმავლობაში ჯგუფ "დაიტოვეში" ასობით პოსტი და კომენტარი დაიწერა:

"ხვალ საღამოს 7 ის მერე, ქუთაისამდე შემიძლია გავიყოლო 4 ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ. ვისაც გინდათ დამეკონტაქტეთ ".

"სასწრაფოდ დავაფინანსებ 10 ადამიანს რაჭაში წასვლის მსურველს. ონი,ღები, ჭიორა, გლოლა. ხმის ოპოზიციური პარტიის მისაცემად. კვება და უკან დაბრუნება."

"ზეგ დამკვირვებელი ვარ და ამიტომ ხვალ შემიძლია ჩემი მანქანით და საწვავით 4 (გაჭირვებით 5) ადამიანი წავიყვანო, თბილისიდან 150 კმ მანძილზე. გავიმარჯვებთ სახელოვნად".

ყველაფერი კი ერთი პოსტით დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდუბისა და სხვა სადგურიდან ტრანსპორტი დასავლეთის მიმართულებით არ გადიოდა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და "დაიტოვეს" ადმინების თქმით, ამის შემდეგ პოსტებს ვეღარ აუდიოდნენ.

"5 წუთში ზუსტად 200 პოსტი შემოდიოდა და ის ვიხვეწებოდი, რომ ვინმე დამეხმაროსთო, იმიტომ, რომ პოსტებს ვეღარ ვადასტურებდი", - ამბობს "ჯგუფის" ადმინისტრატორი. 

"ერთი პოსტი იყო, რომ დიდუბეში არ დგას მარშუტკები და არც არსად არ არისო და აქედან რომ აგორდა ტალღა, რომ ჩვენ წაგიყვანთ და ჩვენ დაგეხმარებით და მე გაგიყოლებ, დილით ხმას მივცემ და მერე შემიძლია უფასო ტაქსით მოგემსახუროთ. ჯგუფებია შექმნილი, სადაც ადამიანებს უფასო ტაქსებით მოემსახურებიან. სვანეთზეც იწერება, იწერება რაჭაზეც. მართლა უდიდესი მოტივაცია უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ონში წახვიდე რამდენიმე საათით, ხმა მისცე და წამოხვიდე და არა ერთია ასეთი ადამიანი", - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი. 

"პლატფორმა 26"-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოქალაქეების ასეთი ერთიანობა მიუთითებს, რომს აქართველო მზად არის ცვლილებისთვის და რომ საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ ევროპას.

 

 

 

გუშინ "პლატფორმა 26"-ს გვქონდა დაგეგმილი, რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობის ავტობუსებით მოვამარაგებდით ჩვენს მოქალაქეებს და გავუშვებდით რეგიონებში 120 კმ-ის ზემოთ, ნუ ვფიქრობდით, რომ სადღაც 5 ავტობუსი გვქონოდა. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ოკრიბა დაიკეტა და რატომ დაიკეტა ეს ცოტა ვერ გავიგეთ. არარ იყო საშუალება, ყველამ მოგვმართა ჩვენ და სხვადასხვა პლატფორმებს, რაც მთავარია, გამოჩდნენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები, რომლებიც თვითონ მანქანებით ემსახურებიან ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე მძღოლები, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების. ეს აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა არის ცვლილებისთვის მზად და რომ თავისუფლებას ირჩევს ეს ქვეყანა", - ამბობს "პლატფორმა 26"-ის წარმომადგენელი.