ავტოსადგურებში რიგებია - მოქალაქეები ხმის მისაცემად და ევროპული მომავლის დასაცავად რეგიონებში მიდიან
ავტოსადგურებში დილიდან რიგებია - მოქალაქეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ ფასად არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მანძილი საარჩევნო უბნამდე არაფერს ნიშნავს. სამარშუტო ტაქსები გაჩერებასაც კი ვერ ასწრებენ, რომ უკვე სადგურიდან გადიან. არც ერთი ადგილი თავისუფალი არ რჩება.
"პირველების" რესპონდენტები ამბობენ, რომ საქართველოს გარუსებას და ევროპასთან დაშორებას არ დაუშვებენ. სწორედ ამიტომ დღეს ყველა თაობის ადამიანი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული. აქტიურობს ჯენზი თაობაც, ვინც ხმას პირველად აძლევს და საკუთარ მშობელს უხსნის რატომ არის მისთვის ცვლილებები საჭირო.
"ვაგზლიდან მოვდივართ ახლა, იქ ადგილები არ არის და მოვედით ოკრიბაში, მაგრამ აქაც არ აქვს მძღოლს ადგილი, სხვას უნდა დაველოდოთ. იმდენი ხალხი მიდის, წარმოუდგენელია. მეც არჩევნების გამო მივდივარ დასავლეთში.
"ევროკავშირის დროშა დამაქვს 10 წელია, მივდივარ რეგიონში, რომ მვიიღო მონაწილეობა არჩევნებში"
"მატარებლის არცერთი ბილეთი არ არის, ამიტომ გამოვედი ოკრიბაში, რომ იქნება მარშუტკით მაინც წავიდე"