ისრაელში შესაძლოა, ერთადერთი საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნას - ემიგრანტები ცესკოს მიმართავენ
ისრაელში შესაძლოა ერთადერთი საარჩევნო უბანი ვერ გაიხნას - ემიგრანტების თქმით, არჩევნებამდე 2 დღით ადრე უბანს არც კომისიის თავმჯდომარე ყავს, არც მოადგილე და არც მდივანი. კომისიის წევრებიდან კიდევ 3-ის პასუხი არ იციან. ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თქმით, კომისიის 7 წევრმა უარი რომ თქვას მოვალოების შესრულებაზე, უბანი ავტომატურად დაიხურება. თელავივში გადაწყვეტილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ელოდებიან, საარჩევნო უბნების გახსნამდე კი არასრული 24 საათია დარჩენილი.
"ცესკოს გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენს მიერ დანიშნული კომისიის წევრების საარჩევნო უბანზე გამოცხადება" - ამბობს ემიგრანტი.
4 ადამიანი არის ის, ვინც არც კონტაქტზე გამოდიან და ჩემი ინფორმაციით, არ აპირებენ, რომ კომისიის წევრობა გაწიონ. ათვლის წერტილში დავბრუნდით ისევ, რომ შესაძლებელია ჩვენი საარჩევნო უბანი, რომელზეც ცესკოს მივაწვდინეთ ხამ, რომა რ დაკეტილიყო აქაური ვითარების გამო, ახლა შეიძლება დაიკეტოს, იმიტომ, რომ კომისია ვერ შედგება. შეგრძნებები გვაქვს, რომ თითქოს წინასწარ გეგმავენ, რომ რაღაცა ესკალაცია მოხდეს", - ამბობს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
"ემგიდის" დამფუძნებელი, ბაჩანა შენგელია "ოცნების" მიერ წინასწარ დაგეგმილ საბოტაჟზე საუბრობს და ამბობს:
რაიმე იმედი რომ ჰქონდეს, იქ ხელისუფლებას არჩევნებზე მაღალი შედეგის დაფიქსირების, აქედან ჩაიყვანდნენ და იქ დანიშნავდნენ ადამიანებს, რომელიც ამ არჩევნებს ჩაატარებდა, ამიტომ, ეს არის მართლაც საბოტაჟი ამ პროცესის".