გორში მწერალთა ღონისძიება ჩაშალეს - ხელოვანები "ოცნებას" რეპრესიებში ამხელენ

25.10.24 12:30
გორში მწერალთა ღონისძიება ჩაშალეს - ხელოვანები "ოცნებას" რეპრესიებში ამხელენ

"ოცნებას" ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანების დასჯაში ამხელენ. ირკვევა, რომ გორში, ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში, ეთერ სადაღაშვილის ინიციატივით წიგნის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, სადაღაშვილს წინა დღით კულტურის სააგენტოდან დაურეკეს და  დამატებით ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ ღონისძიება გაუქმებულია.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს არის დასჯა, რადგან თავად საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას არ იზიარებენ და უარს ამბობენ, მათ შორის "ოცნების" საარჩევნო-სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობაზე. ხელოვანები ფიქრობენ, რომ რეპრესიების სათავეში გორისა და კასპის მაჟორიტარი დგას.

წუხელ გვიან ღამით დამირეკა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა და მითხრა, რომ ზემოდან, სააგენტოდან, მას არ მისცეს უფლება, გაემართა ეს კონკრეტული ღონისძიება, თუმცა არ იცოდა ამის მიზეზი. ჩემტანაც იყო, ოღონდ ირიბი შემოთავაზება, მიმეღო მონაწილეობა „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც მე უარით ვუპასუხე, ამიტომ მე მოავიაზრები მათთვის ოპოზიციურად განწყობილ ხელოვანად, - ამბობს ეთერ სადაღაშვილი.