სოფიო ხუნწარია: მოქალაქეები გადარიცხვის ქვითრებში წერენ - ჩემი შვილებისთვის, ჩემი სამშობლოსთვის

25.10.24 12:52
სოფიო ხუნწარია: მოქალაქეები გადარიცხვის ქვითრებში წერენ - ჩემი შვილებისთვის, ჩემი სამშობლოსთვის

 

 

ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, რათა არჩევნებზე ყველამ შეძლოს ხმის მიცემა. "პლატფორმა 26"-ის წარმომადგენელიბ სოფიო ხუნწარია ამბობს, რომ ხალხი ერთ ლარს, 50 თეთრს, 2,70-საც კი რიცხავს. ხუნწარიასთვის განსაკუთრებით ემოციური გადარიცხვის ქვითრებში მიწერილი ტექსტები აღმოჩნდა, სადაც მოქალაქეები წერენ: ჩემი შვილებისთვის, ჩემი სამშობლოსთვის.

გუშინ რაც მოხდა, ყველაფერს გადააჭარბა. რაც შევძელით, ეს არის 900 ადამიანის ტრანსპორტირება, ყოველიშემთხვევისთვის, ამ წამისთვის. ამას ემატება მოხალისე მძღოლები, რომლებიც მზად არიან, რომ ადამიანები - 3, 2, 1, 5, გადაიყვანონ რეგიონებში. ადამიანები რიცხავენ ერთ ლარს, 50 თეთრს, 2,70-ს და თქვენ არ იცით, რა ხდება გადარიცხვის ქვითრებში, რეებს წერენ - ჩემი შვილებისთვის, ჩემი სამშობლოსთვის. საქართველო ფორმაშია", - ამბობს სოფიო ხუნწარია.