ხალხის შეგროვებული თანხით დაქირავებული და ევროპული მომავლის მცველებით სავსე პირველი ავტობუსი თბილისიდან უკვე გავიდა
ავტომაგისტრალი მგზავრებით ივსება - მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის დასკვნით ფაზაში შედის. საქართველო ირჩევს ევროპას, ამიტომ მოქალაქეები მიდიან სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, რათა არ გაუშვან შანსი და არ დაკარგონ საკუთარი ხმა. განსაკუთრებით აქტიურობს ჯენზი თაობა.
რესპუბლიკის მოედნიდან სალხის შეგროვებული თანხით დაქირავებული და ევროპული მომავლის მცველებით სავსე პირველი მიკროავტობუსი სამეგრელოს მიმართულებით უკვე გავიდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ავტომაგისტრალზე ამ წუთებშიც ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები ერთი მეორის მგზავრები არიან, იმ იმედით, რომ კვირას ისევ ევროპულ ქვეყანაში გავიღვიძებთ.
ძალიან მიხარია, პირველი ავტობუსი ზუგდიდისკენ დაიძრა, გადავსებულია ახალგაზრდებით და ძალიან მაგარი განწყობით. ადამიანებს თვალებში ეტყობათ, რომ თითქოს, დიდი გამარჯვების მოლოდინში არიან და დღეს, ამ ადგილიდან, დაახლოებით, 1000-მდე ადამიანი გავა, ბევრი ავტობუსი, ბევრი სამარშუტო ტაქსი. სასწაული ხდება და, ჩვენ, ამ სასწაულში, ვცდილობთ, ხალხს დავეხმაროთ, დავაორგანიზოთ და ერთმანეთი დავაკონტაქტოთ"- აცხადებს, "ემდგიდის" ხელმძღვანელი ბაჩანა შენგელია
"ქართული ოცნება", ზუსტად, 1 დღეში, 26 ოქტომბერს, დამთავრდება და მოვა კოალიციური მმართველობა და ჩვენ, ისევ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას, რომელიც, ფაქტობრივად, შეჩერებული აქვს ამჟამინდელ პრორუსულ მთავრობას." - აცხადებს, სტუდენტი
კარტოფილზე არ უნდა გაყიდო საკუთარი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი." - ამბობს ჯენზი თაობის წარმომადგენელი.