"ვამაყობ ჩემი ხალხით, ამხელა რიგებში ვდგავარ, რათა ევროპული მომავალი დავიცვათ" - "დიდუბის" ავტოსადგური მგზავრებითაა გადავსებული

25.10.24 13:18
"ვამაყობ ჩემი ხალხით, ამხელა რიგებში ვდგავარ, რათა ევროპული მომავალი დავიცვათ" - "დიდუბის" ავტოსადგური მგზავრებითაა გადავსებული

 

დიდუბის ავტოსადგური მგზავრებით არის გადავსებული - ამ წუთებშიც ათობით ადამიანი გრძელ რიგში დგას და ელოდება პასუხს, როდის შეძლებენ დასვალეთ საქართველოსკენ გამგზავრებას. სამარშუტო ტაქსები ჯერ არ ჩანან, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად რიგში მდგომი მოქალაქეები კი პირველებს ეუბნებიან, რომ მათი მიზანი სააარჩევნო უბანზე მისვლა და არჩევანის მხოლოდ ევროპული მომავლის სასარგებლოდ გაკეთებაა.  

ბორჯომში მივდივარ ხმის მისაცემად. ძალიან მიხარია, ასეთი აქტივობა რომ არის. ყველა ადამიანი იცავს თავის ხმას. 
ერთ ხმასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვამაყობ ჩემი ხალხით, რომ მართლა მიდიან და აქ დიდი ხანია დგანან და არ ნებდებიან. ჩემი არჩევანი პროდასავლურია და ბოლომდე დავიცავ ჩემს პოზიციას", - ამბობს ახალგაზრდა.