ე.წ. დონეცკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმობა მიუსაჯა
თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
რუსეთის პროკურატურა ამბობს, რომ კინოიანმა "რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საბრძოლო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა რისთვისაც 155 000 რუბლის ექვივალენტი ანაზღაურება მიიღო".
დაუსწრებლად ძებნილად გამოცხადება, დაკავება, გასამართლება და განაჩენის გამოტანა რუსეთში მიღებული პრაქტიკაა.